ყატარის ხელისუფლება fintech-ისა და Blockchain-ის განვითარებას გეგმავს

0
1214

COVID-19-ის პანდემია შესაძლოა, ყატარის სახელმწიფოს fintech-ისა და Blockchain-ის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმაროს.

ტექნოლოგია კრიზისის გავლენის შესამცირებლად იქნება გამოყენებული.

”COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები არა მხოლოდ ხაზს უსვამს Blockchain-ისა და fintech-ის მნიშვნელობას, არამედ აჩქარებს მათ მიღებასა და განვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობებს, რომ გავამდიდროთ და განვავითაროთ ტექნიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურა, როგორც შესაძლებლობების მქონე პლატფორმა და ველოდებით უფრო მეტ საერთაშორისო FinTech კომპანიას”,- განაცხადა ყატარის ფინანსური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუსუფ ალ-ჯაიდამ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ შარშან ყატარის ბაზარზე მოქმედმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, Ooredoo Group-მა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო.

კომპანია თანამშრომლობდა კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებთან, რათა Blockchain სისტემის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეემუშავებინა.

“Blockchain-ი ხელს შეუწყობს ახალი ციფრული ბიზნეს მოდელების შექმნას და შესაბამისად, შემოსავლების გაზრდას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში”,- განაცხადა Ooredoo Group-ის აღმასრულებელი დირექტორმა, შეიხ საუდ ბინ ნაზერ ალ თანიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი