სპენსერ ბოგარტი: ბიტკოინი გრძელვადიან პოზიციებს მალე დაიკავებს

0
1470

კომპანია Blockchain Capital-ის პარტნიორი, სპენსერ ბოგარტი მიიჩნევს, რომ მალე ბიტკოინი გრძელვადიან პოზიციებს მოიპოვებს, რაც მას უფრო უსაფრთხო კაპიტალიდაბანდების სტატუსს შესძენს.

სპენსერ ბოგარტმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალუტების დევალვაციის რისკმა შეიძლება ბიტკოინის ფასის ზრდა გამოიწვიოს.

”ვფიქრობ, რომ გრძელვადიანი პოზიების მოპოვების შემდეგ, ბიტკოინს უფრო უსაფრთხო ვალუტის სტატუსი ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ ფულის დევალვაციის დიდი რისკი არსებობს ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტა ნამდვილად ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. მიმაჩნია, რომ ეს ფასის ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება”,- აღნიშნა სპენსერ ბოგარტმა.

სპენსერ ბოგარტი კრიპტოვალუტის მიმართ ძირითადად პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა. მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ასეთი აქტიური როლი ტრადიციულ საფინანსო სექტორში, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში, ეროვნული ვალუტის კრიზისის დროს ბიტკოინის გამოყენების შანსებს გაზრდიდა.

შეგახსენებთ, რომ სპენსერ ბოგარტი იყო Wall Street-ის ანალიტიკოსი, რომელმაც Blockchain-ისა და ბიტკოინის წარმატება ერთ-ერთმა პირველმა იწინასწარმეტყველა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი