კოლუმბიის საფონდო ბირჟა Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
1165

Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება ლათინური ამერიკის საფონდო ბირჟებზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

კოლუმბიის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ ის უერთდება Consorcio Colibrí-ს, კერძო ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს Blockchain ტექნოლოგიის მიღებას ფინანსური ინდუსტრიის ფარგლებში.

როგორც მედია წერს, Consorcio Colibrí ჩამოყალიბდა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა Bancolombia, BBVA, Santander Caceis Colombia, Deceval, Contrato Marco, Porvenir და Skandia და სხვა.

ალიანსის წევრ კომპანია – Contrato Marco– სთან პარტნიორობის საშუალებით, საფონდო ბირჟა გამოიყენებს Colibrí პლატფორმის Blockchain ტექნოლოგიას. ტექნოლოგია ბაზარზე ოპერაციის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

საფონდო ბირჟის პრეზიდენტმა ხუან პაბლო კორდობამ განაცხადა, რომ Blockchain-ი ხელს შეუწყობს ოპერატიული გარანტიების გაცემას.

La República–ს თანახმად, შეთანხმება მოიცავს სტრატეგიას ინიციატივების განსახორციელებლად ფონდისა და Sophos Solutions–ის Fintech კავშირის პროგრამიდან, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად.

როგორც ცნობილია, კოლუმბიურმა fintech–მა 2019 წლის ოქტომბერში დაასრულა Blockchain ტექნოლოგიის საპილოტე პროგრამა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი