მსოფლიოს რიგით მეოთხე უმსხვილესი ბანკი საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

0
1865

იაპონიის Mitsubishi UFJ Financial Group (MUFG), მსოფლიოში რიგით მეოთხე უმსხვილესი ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის MUFG Coin-ის გამოშვებას დაიწყებს. ამის შესახებ, იაპონური ყოველდღიური გაზეთი “Mainichi” იუწყება.

MUFG არის პირველი იაპონური ბანკი, რომელიც გამოუშვებს ციფრულ ვალუტას. ბანკს კრიპტოვალუტის გამოშვების გეგმა, ჯერ კიდევ, 2016 ჰქონდა შემუშავებული. MUFG coin-საც იგივე ფუნქციები ექნება, რაც სხვა კრიპტოვალუტების უმრავლესობას. Blockchain-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული MUFG coin-ი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ორ პირს შორის განახორციელოს უსწრაფესი ტრანზაქციები. ასევე, სპეციალური აპლიკაციით შესაძლებელი იქნება იმ მაღაზიათა ქსელში ვაჭრობა, რომელიც გადახდის საშუალებად ციფრულ ვალუტა-MUFG coin-ის ცნობს.

MUFG კომპანია გეგმავს ფასი ისე დაასტაბილუროს, რომ 1 MUFG coin-ი იცვლებოდეს 1 იენზე, იაპონიის სახელმწიფო ვალუტაზე. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ახალი კრიპტოვალუტის მიმართ ადამიანების ნდობის მოპოვებას.

ზოგადად, იაპონიის საფინანსო სისტემა ბევრად უფრო კეთილგანწყობილია ციფრული ვალუტების მიმართ, ვიდრე მეზობელი სამხრეთ კორეა ან ჩინეთი. მაგალითად, ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქი ჰიროსაკი ოფიციალურად იღებს ბიტკოინით შემოწირულობებს საერთაშორისო ტურისტების მოზიდვისა და ადგილობრივი პროექტების დაფინანსების მიზნით. მსგავსი აქტივობები მხოლოდ პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი