ვენესუელის მოქალაქეებს პასპორტის საფასურის გადახდა პეტროთი შეეძლებათ

0
1946

ვენესუელის მოქალაქეებს მომავალი კვირიდან უკვე შეეძლებათ ეროვნული ციფრული ვალუტა პეტროთი პირადობისა და ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პასპორტის საფასური გადაიხადოს.

ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნოებრიდან ქვეყნის მოქალაქეებს ოფიციალურად შეეძლებათ პეტროთი გადაიხადონ პასპორტის საფასური.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელაში ყოველთვიური საარსებო მინიმუმი ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე პასპორტის საფასურის ღირებულება.

“იმ შემთხვევაში, თუ ვენესუელის მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება პირველ ნოემბრამდე პასპორტის საფასური 200 დოლარი იქნება”,- ამის შესახებ დელსი როდრიგესმა ადგილობრივ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ ეტაპზე ვენესუელა ცდილობს ინფლაციას გვერდი აუაროს და კრიპტოვალუტის გამოყენებით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები გადაჭრას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც სურს ნავთობის შესყიდვა იქნება ეს ადგილობრივი, თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ფირმა, ყველა ვალდებული იქნება ნავთობი ეროვნული კრიპტოვალუტა, პეტროთი შეიძინოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი