ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით უკვე არსებობს.
ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრის, ბაგდატ მუსინის თქმით, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს კრიპტოვალუტის მოპოვების სექტორში 714 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის თაობაზე.
როგორც ცნობილია, 2020 წელს ამ ინვესტიციის მასშტაბები 80 მილიონი ტენგით გაიზრდება.
ამასთანავე, ყაზახეთის ეკონომიკის სამინისტრო მაინინგისთვის მოგების გადასახადის დაწესებას გეგმავს.
ყაზახეთის მთავრობის მიერ წამოყენებული წინადადება მიზნად ისახავს 15%-იან დაბეგვრას. დაგროვებული სახსრები კი ქვეყანაში COVID-19 კრიზისის დასაძლევად იქნება გამოყენებული.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის მთავრობის განცხადების თანახმად, ამ წლის ბოლოს ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს.
განცხადებაში ისიც აღნიშნული იყო, რომ ყაზახეთი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან ერთად ციფრული ვალუტის განვითარების გეგმა ყაზახეთმა უკვე გამოაქვეყნა.