კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ჯერ მცირე ვარდნა მოხდა შემდეგ კი, ფასი კვლავ გაიზარდა. ხუთშაბათს, 3 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარმა კვლავ განაგრძო ზრდა.
ბიტკოინი დაუბრუნდა 9.000 დოლარის, ხოლო ეთერიუმი 700 დოლარის ნიშნულს.
ამ ეტაპზე, ბიტკოინი დაახლოებით, 9,336 დოლარი ღირს. ეს ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა 1.5%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, 9%-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 742 დოლარი ღირს.
ეთერუმის კურსი 700 დოლარზე დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ამერიკის მარეგულირებელმა მომავალ კვირაში განხილვა დაანონსა, სადაც ეთერიუმი, როგორც ფასიანი ქაღალდი ისე უნდა განიხილონ. ამას არ ეთანხმება ეთერიუმის შემქმნელი, თუმცაღა მარეგულირებელი დიდი ალბათობით ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს.
IOTA-მ მოახერხა და ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. 24 საათის განმავლობაში IOTA 12%-ით გაიზარდა. ამჟამად, მისი ღირებულება 2.35 დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო ღირებულება 400 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.