Binance-ის დამფუძნებელი: აფრიკა კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელსაყრელი ადგილია

0
1486

Binance-ის დამფუძნებელი აფრიკის კონტინენტს ხედავს, როგორ კრიპტოვალუტის ვაჭრობისთვის ხელსაყრელ ადგილს.

Binance- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩენგპენგ ზაო მიიჩნევს, რომ აფრიკის კონტინენტი ფლობს კრიპტოვალუტის მიღებისა და განვითარების რამდენიმე უნიკალურ შესაძლებლობას.

Binance–ის ლიდერმა რამდენიმე საინტერესო წინადადება გაავრცელა. Zoom-ით გამართული შეხვედრის დროს ჩენგპენგ ზაომ აფრიკის კრიპტოვალუტების საზოგადოების წევრებთან ისაუბრა.

ჩენგპენგ ზაოს გარდა, Twitter-ისა და Square–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განაცხადების თანახმად, აფრიკის კონტინენტი ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

ჯეკ დორსი 2020 წელს აფრიკაში დაბრუნდება. მან 2019 წელს ნიგერიასა და განაში იმოგზაურა.

თავის განცხადებაში ჯეკ დორსი ხაზს უსვამს აფრიკის პოტენციალს ბიტკოინთან მიმართებაში.

”აფრიკა განსაზღვრავს მომავალს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის!”, – აღნიშნა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს 6 თვე ჯერ დორსი აფრიკის კონტინენტზე გაატარებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიგერიაში ყოფნის დროს ჯეკ დორსი დაესწრო ბიტკოინთან დაკავშირებულ კონფერენციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი