2 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2635

ხუთშაბათს, 2 აგვისტოს ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები დაახლოებით წინა დღის მაჩვენებლების მსგავსი იყო. ხოლო Coinmarketcap-ის სიის პირველი 20 მონეტა ფასის შემცირებას კვლავ განიცდის.

ბიტკოინი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 0.3%-ით არის შემცირებული, ხოლო კრიპტოვალუტის ღირებულება 7.579 დოლარს შეადგენს.

როგორც ანალიტიკოსების ამბობენ იმ შემთხვევაში თუკი ბიტკოინი 7.750 დოლარის ბარიერს გადალახავს მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 8.400 დოლარი იყოს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.03%-ით შემცირდა და კრიპტოვალუტის ფასმა 411 დოლარი შეადგინა. დღის განმვალობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა იყო 423 დოლარი.

კრიპტოვალუტის ბაზრის ანალიტიკოსები ეთერიუმთან დაკავშირებით არცთუ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ და ამბობენ, რომ თუკი კრიპტოვალუტამ შემცირების ტენდენცია აჩვენა მაშინ შესაძლოა, რომ ფასმა 350 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, 2 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 275 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი