ფილიპინების ფასიანი ქაღალდების კომისია ICO-ს რეგულაციისთვის საჯარო განხილვას აწყობს

0
2517

ფილიპინების ფასიანი ქაღალდების კომისიამ საჯარო განხილვისთვის პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) მარეგულირებელი წესების პროექტი გამოაქვეყნა.

მარეგულირებელი განსაზღვრავს, რომ ICO-ს მსურველმა უნდა წარმოადგინოს თავდაპირველი მოთხოვნა წინასწარი გაყიდვის პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 90 დღით ადრე. კომისია აცხადებს, რომ მოთხოვნის განხილვა 20-დან 40 დღემდე გაგრძელდება და უზრუნველყოფს წერილობით მოხსენებას იმის შესახებ, გასცემს თუ არა ICO ტოკენს.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ICO-ს რეგისტრაცია იმ შემთხვევაში არ მოხდეს, როცა შესყიდვას ერთდროულად 20 ადამინი გეგმავს ან მსხვილი საფინანსო კომპანია.

ფილიპინების ფასიანი ქაღალდების კომისია აცხადებს, რომ ის იწვევეს ბანკებს, საინვესტიციო კომპანიებს, ინვესტორებებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რათა განიხილონ და დისკუსია მოაწყონ შემოთავაზებული რეგულაციის შესახებ.

განცხადების თანახმად, შემოთავაზებული ICO-ს მარეგულირებელი სისტემა თაღლითური პროექტების წინააღმდეგ და ინვესტორთა დაცვაზე არის ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ ფილიპინების ფასიანი ქაღალდების კომისიამ კრიპტოვალუტის რეგულირების სისტემა უკვე არაერთხელ შესთავაზა მთავრობას. რეგულაციის შესახებ პირველი წინადადება 2017 წლის ბოლოს გაკეთდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი