7 ივნისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
1922

7 ივნისს, ოთხშაბათს კრიპტოვალუტის ბაზრის მონაცემები შედარებით გაუმჯობესდა.

ბიტკოინის კურსი 7.600 დოლარის ნიშანს იკავებდა და 7.700 დოლარამდე ცდილობდა კურსის გაზრდას. ბიტკოინის ფასი, ამჟამად, 7.690 დოლარია.

ბიტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 2,3%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინთან მიმართებაში მარეგულირებლის დამოკიდებულება მკაფიოა, რასც ვერ ვიტყვით ალტკოინებზე: იგივე რიპლისა და ეთერიუმზე, რომელთა წარმომადგენელმა უარი თქვა უსაფრთხოების კლასიფიკაციებზე.

ამჟამად, მათი სტატუსი ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიისთვის გაურკვეველია.

რაც შეეხება ფასებს: ეთერიუმი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 1.3%-ით შემცირდა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 606 დოლარზეა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვირის დასაწყისში ეთერიუმის ფასმა 571 დოლარიდან მაღლა აიწია.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 346 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც კვირაში, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარი გამოდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი