ბუდაპეშტში სატოში ნაკამოტოს სკულპტურა დაიდგმება

0
1014

უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა ბუდაპეშტში დადგას ბიტკოინის შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს ქანდაკება.

როგორც ცნობილია, კონკრეტული სახის ნაცვლად ამრეკლავი ზედაპირი იქნება გამოყენებული, რაც ქანდაკების ნახვისას გამოხატავს იდეას: „ჩვენ ყველანი სატოში ვართ.“ სკულპტურის ავტორები არიან: რეკა გერგელი და ტამას გილი.

პროექტი დაიწყო კრიპტომოყვარულის ანდრას გიორფის მიერ. უნგრულ მედიასთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმ სარგებელს, რასაც ბიტკოინი და Blockchain ტექნოლოგიები მსოფლიოს სთავაზობენ.

”ეს არის ეფექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე მონაცემთა ბაზა, რომელიც გამორიცხავს უნდობლობას ადამიანებს შორის. ეს მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს მრავალ სფეროში, დაწყებული საკვების მომარაგებით დამთავრებული დახმარების მიწოდებით”,- აღნიშნა ანდრას გიორფიმ.

პროექტი დააფინანსა ოთხმა ორგანიზაციამ, “მისტერ ქოინმა”, “კრიპტო აკადემიამ”, უნგრეთის “Blockchain ასოციაციამ” და “Blockchain ბუდაპეშტმა”.

ქანდაკება დაიდგმება გრაფიზოფტის პარკში, ბუდაპეშტის მე-3 რაიონში, რომელსაც უკვე აქვს სკულპტურა, რომელიც Apple-ის დამფუძნებელს, სტივ ჯობსს ეძღვნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი