რიპლი სწრაფი გადარიცხვის სერვისის გამო სამ კრიპტობირჟასთან იწყებს პარტნიორობას

0
3860

რიპლი სამმა უცხოურმა კრიპტოვალუტის ბირჟამ დაამატა, როგორც საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში გამოსაყენებელი ყველაზე ხელსაყრელი კრიპტოვალუტა.

რიპლის პარტნიორია აშშ-ში დაფუძნებული Bittrex-ი, მექსიკური Bitso და Philippine Coins-ი. როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული კრიპტოვალუტის ბირჟები ცდილობენ ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნას, რომელშიც რიპლის საერთაშორისო გადარიცხვების როლი მნიშვნელოვანია.

რიპლისა და ბირჟებს შორის პარტნიორობა საშუალებას იძლევა რიპლიში აშშ დოლარის, მექსიკური პესოსა და ფილიპინური პესოს დაკონვერტირება.

“ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც Bitrex-ზე აქვს ანგარიში დოლარში მას გადახდა შეეძლება რიპლის საშუალებით, რომელსაც უსწრაფესად გადააქვს თანხა დოლარიდან რიპლიში. ანალოგიურად ხდება ფილიპინური და მექსიკური ბირჟების შემთხვევაშიც.

რიპლის Blockchain-ით მცირე დროში ხდება მსხვილი ტრანზაქციების განხორციელება. აღნიშნული სისტემა შემუშავებულია სწორედ ფინანსური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო გადარიცხვების გაადვილების ხელშეწყობის მიზნით.

“ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე წარმატებული პილოტი. მოგვიანებით ეს სისტემა საშუალებას მისცემს პარტნიორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს კომფორტული გადახდის სისტემით ისარგებლონ”,- აღნიშნა რიპლის მარკეტინგის ხელმძღვანელმა კორი ჯონსონმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი