ტექსასის ეთიკის კომისიას ახალი წესი წარედგინა, რომელიც უფლებას აძლევს მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს ბიტკოინითა და ზოგადად კრიპტოვალუტის შენატანები მიიღონ.
წინადადება წარედგინა ტექსასის შტატის მდივანს, რომელიც ცდილობდა განეხილა და განემარტა კრიპტოვალუტებით განხორციელებული პოლიტიკური შენატანების საანგარიშო მოთხოვნები.
წარდგენის მიხედვით:
„ახალი წესი საშუალებას აძლევს კანდიდატებს, თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ კომიტეტებს მიიღონ კრიპტოვალუტა”.
დამტკიცების შემთხვევაში, კრიპტოვალუტის შემოწირულობები და შენატანები უნდა იყოს მოხსენიებული, როგორც შენატანები ან ინვესტიციები და არა, როგორც ვალუტა.
კომისიის აზრით, ეს ნაბიჯი ასახავს იმას, თუ როგორ ექცევა ფედერალური საარჩევნო კომისია, შიდა შემოსავლების სამსახური და ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია კრიპტოვალუტის შენატანებს.
განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ პოლიტიკურ და სამთავრობო კამპანიებს არ ექნებათ უფლება დახარჯონ კრიპტოვალუტები და მოითხოვენ კრიპტოვალუტების ლიკვიდაცია შემოსავლების დადასტუებამდე.