ციფრული ვალუტების ფასების ვებგვერდი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა

0
960

CoinMarketCap-ი კრიპტოვალუტების ფასების ვესაიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 3,1 მილიონი (3,117,548) მომხმარებლის ელფოსტის მისამართი ჰაკერებმა მოიპარეს.

ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც გატეხილი ელ.ფოსტის მისამართები სხვადასხვა ონლაინ ჰაკერულ ფორუმზე გასაყიდად გამოიტანეს. აღნიშნული ინფორმაცია აღმოჩენილ იქნა Have I Been Pwned-ის, სპეციალური ვებგვერდის მიერ, რომლის საქმიანობაც ჰაკერებისთვის თვალყურის დევნებასა და ამის შესახებ ანგარიშების მომზადებას გულისხმობს.

CoinMarketCap-ი Binance-ის შვილობილი კომპანიაა. CoinMarketCap-ი ადასტურებს, რომ გაჟონილი მომხმარებლის ანგარიშების სია ემთხვევა კომპანიის მომხმარებელთა ბაზას.

„CoinMarketCap-მა გააცნობიერა, რომ მონაცემთა ნაწილი გამოჩნდა ონლაინ, როგორც მომხმარებლის ანგარიშების სია”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიამ აღიარა რომ თავდასხმისას დაკარგა 3,1 მილიონი (3,117,548) მომხმარებლის ელ.ფოსტის მისამართი. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მათ არ მიუღიათ არცერთი მომხმარებლის პაროლი და წვდომა ანგარიშებზე.

„ჩვენ ვერ ვიპოვნეთ რაიმე მტკიცებულება ჩვენი სერვერებიდან მონაცემთა გაჟონვის შესახებ. ამჟამად, აქტიურად ვიძიებთ ამ საკითხს და ვანახლებთ ჩვენს სერვისებს.“ – განაცხადა CoinMarketCap-ის სპიკერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი