კვლევა: კრიპტო ინდუსტრიაში ევროპელი ქალების ჩართულობა საგრძნობლად მომატებულია

0
1462

ბოლო მონაცემების მიხედვით, კრიპტო საზოგადოებაში გენდერული დისბალანსი ისეთი მწვავე აღარ არის, როგორც ადრე იყო.

GlobalWebIndex– ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მონაცემთა დიდი ჩამონათვალია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ევროპულ კრიპტო საზოგადოებაში უკეთ გარკვევა.

მონაცემების მიხედვით, ხუთი ევროპელ კრიპტო ინვესტორში ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ძველი გამოკვლევის თანახმად, კრიპტო ინვესტორების 90% მამრობითი სქესის იყო.

ახალი ანალიზის მიხედვით, გენდერული განაწილება ევროპელ კრიპტო მფლობელებს შორის არის ასეთი: 22% ქალი და 78% მამაკაცი.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კვლევა შარშანაც ჩატარდა. კვლევა ბრიტანეთის კრიპტოვალუტის ლონდონის Block ბირჟის ბაზას ეფუძნებოდა.

კვლევის მიხედვით, კრიტობიზნესში ქალების ჩართულობა 6%-დან 13%-მდე იყო გაზრდილი.

კვლევა ასევე ხაზს უსვამდა მამაკაცებისა და ქალების მხირდან ინვესტირებას. როგორც აღმოჩნდა, ქალები უფრო სტრატეგიულად უდგებიან კრიპტოვაჭრობას, ვიდრე მამაკაცები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მამაკაცებს ფულის დაკარგვის საფრთხე განსაკუთრებულად აშინებთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი