Belgian Barrels Alliance-ი NFT-ის დანერგავს

    NFT-ი იუნესკოს ბელგიური ლუდის მემკვიდრეობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

    Belgian Barrels Alliance-ი Zeromint-თან თანამშრომლობს, რათა აწარმოოს და გამოუშვას NFT-ი, რომელიც მიზნად ისახავს იუნესკოს აღიარებული ბელგიური ლუდის კულტურისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

    პარტნიორობის ფარგლებში Zeromint-ი გამოუშვებს და საზოგადოებას შესთავაზებს ექსკლუზიურ NFT-ებს GoChain-ის Blockchain-ზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ლუდის საერთაშორისო მოყვარულებისთვის.

    როგორც ცნობილია, მომდევნო 14 დღის განმავლობაში ორგანიზაცია რამდენიმე BBA NFT შეგროვების პროექტს ბელგიური ლუდის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად განახორციელებს.

    ოფიციალური განცხადების თანახმად, პირველი Belgian Barrels NFT-ი აუქციონი გამოყენებული იქნება 11 მონაწილისაგან შემდგარი ჯგუფის დასაკომპლექტებლად BBA-ს მიერ წარმოებული ფილმისათვის, სახელწოდებით Belgian Barrels.

    ამასთანავე განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ NFT-ი აუქციონიდან მიღებული შემოსავლის 80% ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარდება.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *