ტაილანდმა კრიპტოვალუტას რეგულაცია დაუწესა

0
1992

ტაილანდში სამეფო განკარგულებით კრიპტოვალუტის რეგულაციის სტრუქტურა ამოქმედდა.

რეგულაცია ტაილანდის უსაფრთხო ბირჟების კომისიის იურისდიქციას ექვემდებარება.

Bangkok Post-ი ტაილანდში ფინანსთა მინისტრის აპისაკ ტანტივორავონგის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ ახალი ღონისძიებების შედეგად კრიპტოვალუტა ან პირველადი მონეტარული შეთავაზება (ICO) არ აიკრძალება.

სამეფო ბრძანებულების თანახმად, ციფრული აქტივების ან ტოკენით მოვაჭრეებმა 90 დღეში რეგისტრაცია ტაილანდის უსაფრთხო ბირჟების კომისიაში უნდა გაიარონ.

Bangkok Post-ი, იმასაც წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბირჟები რეგისტრაციას არ გაივლიან ჯარიმა 500.000 სახელმწიფო ვალუტა ბატით უნდა გადაიხადონ, რაც 15.700 დოლარის ექვივალენტია. თუკი, რომელიმე ბირჟა არ დაემორჩილება მარეგულირებლის მიერ მოთხოვნას ჯარიმა თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებით შეიცვლება.

ფინანსთა სამინისტრო და უსაფრთხო ბირჟების კომისია ქვეყანაში მოღვაწე ყველა ბირჟისგან ითხოვს რეგისტრაციას. გარდა ბირჟებისა, დამოუკიდებელ კრიპტობროკერები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ სამეფო ბრძანებულებას.

ამასთანავე, ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღონისძიებები ინვესტორთა დაცვაზეა ფოკუსირებული. რეგულაცია ასევე ითვალისწინებს კრიპტოვალუტის კრიმინალური ქმედებებში გამოყენების თავიდან არიდებას, როგორიც არის მაგალითად, ფულის გათეთრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი