ევროკავშირში კრიპტოსფეროსთან დაკავშირებული ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესები შემუშავდა

0
2226

ევროკავშირმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ახალი კანონმდებლობა დაამტკიცა.

ესპანეთის საინფორმაციო გამოშვება La Vanguardia-მ განაცხადა, რომ დღეს 28 ქვეყნისგან შემდგარმა ბლოკმა ახალი კანონმდებლობის ოფიციალურად რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლობა ევროპარლამენტმა გასულ თვეს დაამტკიცა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ექნებათ 18 თვე, რათა აღნიშნული კანონმდებლობა ეროვნულ კანონმდებლობაში გადაიტანონ.

მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა, კრიპტოვალუტის ბირჟები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ევროკავშირის მიერ შემუშავებული, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესები. როგორც ცნობილია, კანონი მომხმარებელთა სრულ შემოწმებას გულისხმობს.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ევროპარლამენტის დასკვნაში წერია, რომ არსებობდა მოქალაქეებისთვის და საფინანსო სექტორისთვის საფრთხეები და ამიტომაც გახდა ახალი კანონის მიღება აუცილებელი.

“ეს კანონმდებლობა ხელს უწყობს ჩვენს მოქალაქეებს და საფინანსო სექტორს მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიების უკან და ამასთანავე, გააძლიეროს ვირტუალური ვალუტის რეგულაციის არსებული წესები ანონიმი წინასწარ გადამხდელების მიმართ”,- განაცხადა ევროპარალმენტის წევრმა კრისენას კარინსმა.

მხოლოდ ორი ბირჟა წესებისადმი უფრო მეტად არის კეთილგანწყობილი, ვიდრე სხვები. ერთ-ერთი მათგანია BitPanda. BitPanda-ს ავსტრიული პლატფორმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ დემუტმა განაცხადა, რომ ინდუსტრია რამდენადაც შესაძლებელია მარეგულირებელ ოპერატორებს მოთხოვნებს შეასრულებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი