Huobi- ს რუსეთთან დაკავშირებით გეგმები აქვს

0
1151

Huobi Global–მა რუსეთში ვლადიმერ დემინი კომპანიის მთავარი მრჩეველის პოზიციაზე დანიშნა. მისი როლი რეგიონში კომპანიისთვის ბაზრის განვითარებაში დახმარებაა.

განცხადების თანახმად, ვლადიმერ დემინი ადრე Huobi Rus-ის პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ამასთანავე, ვლადიმერ დემინი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბაზრის შესაძლებლობები როგორც კრიპტო, ისე Blockchain ტექნოლოგიისთვის საკმაოდ დიდია.

აღსანიშნავია, რომ Huobi Russia–ს ვაჭრობის მოცულობამ Huobi Global–ის მთლიანი მოცულობის თითქმის 10% –ს შეადგენს. ეს შედეგი მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ბირჟას აქვს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც 4000–ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.

ბოლო დროს მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ციფრული ვალუტის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნების რიცხვში არ შედის. როგორც ცნობილია, 2021 წლის პირველი იანვრიდან რუსეთი კრიპტოვალუტით გადახდას ოფიციალურად აკრძალავს.

რუსეთში ციფრული ვალუტის ადაპტირების მთავარი მოწინააღმდეგე არის ანატოლი აქსაკოვი. ის სახელმწიფო სათათბირო ორგანოს წევრია.

აგვისტოს შუა რიცხვებში, აქსაკოვი ამტკიცებდა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის დაკანონება ფინანსური სისტემის განადგურებას ნიშნავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი