ტაივანი კრიპტოვალუტას ახალ რეგულაციას ნოემბერში დაუწესებს

0
3051

ტაივანის იუსტიციის მინისტრმა ჩიუ ტაი-სანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ამ წლის ბოლოს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს შემოიღებს.

21 აპრილს ტაივანის ფინანსური მომსახურების კოალიციის ფინანსურ ინდუსტრიის განყოფილებამ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოქმედებების შესახებ კონფერენციაზე ისაუბრა.

აღნიშნულ კონფერენციაზე ტაივანის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტებისთვის ქვეყანა ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს. რეგულაციები მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ფულის გათეთრების საქმიანობაში გამოყენების თავიდან არიდებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის მთავრობა რეგულაციას ნოემბერში შემოიღებს.

საფინანსო ზედამხედველობის კომისია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური ბანკისა და საგამოძიებო ბიუროსთან კონსულტაციების საფუძველზე, განსაზღვრავს კრიპტოვალუტის კონტროლის მექანიზმებს, კანონებსა და რეგულაციებს.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მასშტაბით ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებების რეფორმას. რეფორმა ციფრული ვალუტების რეგულაციასაც გულისხმობს.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ახალი რეფორმა მიმართულია მეტი გამჭვირვალობისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული დიდი რაოდენობით ფულადი სახსრების დამალვა. გარდა ამისა, რეფორმის მიხედვით, კრიპტოვალუტის სავაჭრო კომპანიებმა მომხმარებლების იდნეტიფიცირება უნდა მოახდინონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი