ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებასა და სტანდარტებზე მსჯელობს

0
1535

ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით რეკომენდაციაზე მუშაობს. რეკომენდაცია Blockchain-ის სტანდარტებს შეეხება.

კვლევა “Blockchain-ის ინტენსივობა და მდგრადობა” ტექნიკურმა კომპანიამ ConsenSys-მა შეასრულა. დოკუმენტი ევროპაში Blockchain-ის გავრცელების მიმდინარე და პოტენციურ არეებს ეხება. კვლევაში ასევე ნათქვამია ტექნოლოგიით მიღებულ ბენეფიტებზეც.

“ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დროთა განმავლობაში გამარტივდება Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება, რადგან ეს ნებისმიერი გარემოსა და ეკონისტემისთვის სასარგებლო იქნება”,-ნათქვამია ანგარიშში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, ევროკავშირი Blockchain მიმართულებით საკმაოდ აქტიურია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის გარკვეული ფინანსური რესური ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარებაში იდება. მაგალითად, Blockchain ფორუმისთვის 340 მილიონი ევრო არის გამოყოფილი, რომელიც 2020 წლამდე Blockchain პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გარდა, აშშ და ჩინეთი აქტიურად მუშაობენ Blockchain-ის განვითარების კუთხით. რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილესმა ზღვის პროდუქტების კომპანიამ Bumble Bee Foods-მა Blockchain პლატფორმის გამოყენება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი