ტაივანის ცენტრალური ბანკის ახალი მმართველის იანგ ჩინ-ლონგის განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტა თავისი თავდაპირველი დანიშნულებიდან, იგულისხმება გადახდის მეთოდი, სავაჭრო ობიექტად გადაიქცა.
კანონმდებლებთან შეხვედრაზე იანგ ჩინ-ლონგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტა თავის უპირველეს “მოვალეობას” აღარ ასრულებს.
“საბაზრო სპეკულაციების გამო, დღეს, კრიპტოვალუტა არასტაბილურ ციფრულ აქტივს წარმოადგენს”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის მმართველმა, რომელიც მხარს უჭერს კრიპტოვალუტის გადახდის სისტემის განვითარებას.
ცენტრალური ბანკის მმართველმა ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე კრიპტო-სიახლეებს აკვირდება. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სიღრმისეული კვლევების დრო არ არის იმიტომ, რომ ბანკს სხვა გეგმა აქვს. ბანკის გეგმა ციფრული ტაივანური დოლარის გამოშვებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ტაივანის ცენტრალური ბანკის მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ საბანკო საქმის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს.