ანალიტიკოსი: ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარზე დაეცემა, ხოლო 2019 წლისთვის 10.000 დოლარს მიაღწევს

0
3524

TradingAnalysis.com-ის დამფუძნებელმა ტოდ გორდონმა განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარზე დაეცემა, ხოლო 2019 წლისთვის 10.000 დოლარს მიაღწევს.

ტოდ გორდონმა ამის შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გორდონმა აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი 5.000 დოლარზე ქვემოთ დაეცემა, რის შემდეგაც, წლის ბოლომდე კრიპტოვალუტა 10.000 დოლარს მიაღწევს.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მაჩვენებელია ბიტკოინის არსებობის ისტორიაში.

გორდონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი მალე ძალიან ტექნიკურად ამოძრავებდა, ამიტომ ტექნიკური და საბაზრო განწყობების გამოთვლა შესაძლებელი უახლოეს მომავალში გარკვეული დანაკარგების აღდგენის შემდეგ გახდება.

შეგახსენებთ, რომ ტოდ გორდონის მიერ შექმნილი საიტი, TradingAnalysis.com უზრუნველყოფს ბაზრის ანალიზსა და სავაჭრო სტრატეგიას.

ივნისის დასაწყისში, საფონდო ანალიტიკურმა ფირმა Trefis-მა განაცხადა, რომ ბიტკოინი წლის ბოლოსთვის 12.500 დოლარი ეღირებოდა. თუმცა კომპანია ამბობდა, რომ მანამდე ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცემოდა.

გასულ თვეში, Wall Street-ის ანალიტიკოსი სპენსერ ბოგარტი აცხადებდა, რომ ბიტკოინი წლის ბოლოსთვის მინიმუმ 10.000 დოლარზე მეტი ეღირებოდა.

სპენსერ ბოგარტმა იქვე აღნიშნა, რომ კრიპტო სივრცის ინსტიტუციონალიზაცია გრძელვადიანი ამბავია და ეს ფაქტი ზოგადად, პოზიტიურად აისახება ბიტკოინზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი