სუდანის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს კრიპტოვალუტის გამოყენებას არ ურჩევს

0
932

სუდანში ციფრული ვალუტების მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო სუდანის ცენტრალური ბანკი (CBOS) საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი აქტივობისაგან, რაც კრიპტოვალუტების მაღალი რისკითაა გამოწვეული.

სუდანელების ინტერესი ციფრული ვალუტებისადმი 2021 წელს გამძაფრდა, როდესაც სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანა სამნიშნა ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა.

CBOS-ის მოკლე განცხადებაში საუბარი იყო ინვესტიციის დაკარგვის, ციფრული მეკობრეობის, ასევე იურიდიული რისკების შესახებ, რადგან სუდანის კანონმდებლობით კრიპტოვალუტები არ არის კლასიფიცირებული ფულის სახეობად.

როგორც ალექს გლადშტეინმა, ადამიანის უფლებათა ფონდის მთავარმა სტრატეგიის ოფიცერმა, აღნიშნა კრიპტოვალუტის ოფიციალური აკრძალვა შესაძლოა, უკვე საკანონმდებლო დამუშავების პროცესში იყოს.

იურიდიული კომპანია Freeman Law-ის ანალიზის მიხედვით, სუდანის მოქმედი ელექტრონული გადახდების კანონმდებლობა, რომელიც 2007 წელს ამოქმედდა, კრიპტოვალუტებს არ მოიცავს.

კრიპტოვალუტის მიმართ მზარდი ინტერესი, რომელიც სუდანის ხელისუფლებას აღელვებს შესაძლოა, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისით აიხსნას. ქვეყნის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მიხედვით, ინფლაციის დონემ 2021 წელს საშუალოდ 359,09% შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი