დუბაის ერთ-ერთი სკოლა სწავლის გადასახადს კრიპტოვალუტით მიიღებს

0
932

ადგილობრივი მედიის Arabian Business-ის ცნობით, Citizens School-ი, რომელიც დუბაიში მდებარეობს, სწავლის გადასახადებს უკვე ბიტკოინში ან ეთერიუმში მიიღებს.

გადახდები ციფრული ვალუტების გამოყენებით გაადვილებულია ისეთი პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ბიტკოინსა და ეთერიუმს ადგილობრვ არაბულ დირჰემად (AED) მარტივად გარდაქმნის.

“ჩვენ მოუთმენლად ველით ახალგაზრდა თაობების როლის გაძლიერებას არაბეთის გაერთიანებული საამიროების ციფრული ეკონომიკის მიღწევებში. რაც უფრო მეტი ადამიანი იპყრობს დღეს დიგიტალიზაციის ეპოქას, მით მეტი ხვალინდელი წარმატებული მეწარმე და ინვესტორი იზრდება ჩვენს რიგებში”,- განაცხადა მოქალაქეთა სკოლის დამფუძნებელმა დოქტორმა, ადილ ალზარუნმა.

სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰიშამ ჰოდროჯმა კი აღნიშნა: „კრიპტოვალუტის საშუალებით სწავლის საფასურის გადახდის უნარის დანერგვა სცილდება მხოლოდ გადახდის სხვა ვარიანტის უზრუნველყოფას. ეს არის საშუალება, რომელიც ზრდის ინტერესს Blockchain აპლიკაციების მიმართ“.

სკოლა, რომელიც გაიხსნება მიმდინარე წლის სექტემბერში, მდებარეობს დუბაის ცენტრში და, როგორც ჩანს, სტრუქტურიზებულია როგორც საერთაშორისო სკოლა. ის 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი