Engiven-ის პლატფორმა საგადასახადო ანგარიშგების გამარტივებაზე მუშაობს

0
844

კრიპტო შემოწირულობების პლატფორმა Engiven-ი კრიპტოვალუტის დონორებისა და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის საგადასახადო ანგარიშგების გამარტივებაზე მუშაობს, რასაც კრიპტო შემოწირულობების საგადასახადო კომპანიისა და შეფასების სერვისის ამოქმედებით აპირებს.

Engiven პლატფორმა ახლა არაკომერციულ ორგანიზაციებს და დონორებს საშუალებას აძლევს ავტომატურად გამოიმუშაონ შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) საგადასახადო ფორმა.

Engiven-ის თანახმად, ადგილობრივმა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა IRS ფორმა 8282 უნდა წარადგინონ კრიპტო შემოწირულობებისთვის, რომელიც 500 აშშ დოლარს აღემატება. დონორებმა ფორმა 8283 უნდა წარდგინონ საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად 500 აშშ დოლარის და მეტი შემოწირულობის შემთხვევაში.

ამჟამად Engiven პლატფორმას ავტომატურად შეაქვს შემოწირულობის მონაცემები IRS საგადასახადო ფორმებში და დასრულებულ ფორმას არაკომერციულ ორგანიზაციას ხელმოწერისა და შენახვისათვის უგზავნის.

5000 აშშ დოლარის ან მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის შესაწირად, დონორებს მოეთხოვებათ შემოწირული თანხების შეფასება კვალიფიციური ექსპერტის მიერ.

Engiven-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს ლოურენსმა აღნიშნა, რომ Engiven-ის ახალი საგადასახადო ფუნქციები და სერვისები საბოლოოდ მიზნად ისახავს დაეხმაროს დონორებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს ფოკუსირება მოახდინონ თავიანთ მისიაზე საგადასახადო ფორმის შექმნის პროცესის ავტომატიზაციის გზით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი