Similarweb-ი: WhiteBit-ისა და Bybit-ის საიტების მონახულების პროცენტული რაოდენობა გაზრდილია

0
802

კრიპტოვალუტების ფასების მიმდინარე დაცემამ, ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟების მიმართ ინტერესი თითქმის გააქრო. თუმცა ზოგიერთ კრიპტოვაჭრობის პლატფორმაზე ვებსაიტების ტრაფიკი მაინც იზრდება.

რამდენიმე ძირითადი გლობალური კრიპტო ბირჟა, მათ შორის Sam Bankman-Fried’s FTX-ი, ვებტრაფიკის მნიშვნელოვანი ზრდას განიცდის 2022 წლის გასული ორი კვარტლის მიუხედავად.

ამის შესახებ სტატისტიკას ვებსაიტის ანალიტიკური პლატფორმა Similarweb-ი აქვეყნებს.

ვებტრაფიკი წინა წელთან შედარებით FTX კრიპტო ბირჟაზე 2022 წლის ივნისისთვის 123%-ით გაიზარდა.

სავაჭრო პლატფორმებმა WhiteBit-მა და Bybit-მა მიიღეს ინტერესის კიდევ უფრო დიდი ზრდა, რადგან მათი საიტის მონახულება 244% და 160%-ის გაიზარდა გასული წლის განმავლობაში.

KuCoin-ი კრიპტოვალუტის ბირჟაზე ასევე გაიზარდა ინტერესი გასული წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბირჟის ვებსაიტის ტრაფიკი ყოველწლიურად 50%-ით სტაბილურად იზრდება.

მიუხედავად ამისა, საერთო სურათი მაინც კატასტროფულია და კრიპტო პლატფორმების ვებგვერდებისადმი ინტერესი, მიმდინარე წლის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი