იაპონიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის დიზაინის შექმნას განიხილავს

0
1094

იაპონიის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ იაპონია სტაბილკოინის დიზაინის სიმარტივეს უპირატესობას ანიჭებს.

სანამ იაპონიის სტაბილკოინი ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა, ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, შინიჩი უჩიდა მიიჩნევს, რომ სიმარტივე ციფრული იენისთვის გადამწყვეტია.

შინიჩი უჩიდამ ამის შესახებ წარმოთქმული სიტყვის დროს განაცხადა. მისი თქმით, სტაბილკოინის თანაარსებობა არსებულ კერძო გადახდის არხებთან მნიშვნელოვანია.

ამ მარტივი დიზაინის ნაწილი სისტემის შექმნას გულისხმობს, რათა ადამიანებმა სტაბილკოინი და ელექტრონული გადახდის სერვისები მარტივად გამოიყენონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული იენის კვლევების მეორე ეტაპი 2022 წლის მეორე კვარტალში დაიწყება.

მანამდე კი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშის თანახმად, ცენტრალური ბანკების 86% ამჟამად შეისწავლის სტაბილკოინის სარგებელს და უარყოფით მხარეებს.

აქედან, 60% უკვე განვითარების ექსპერიმენტულ ან კონცეფციის შემუშავების სტადიაშია.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა სტაბილკოინის ტესტირება 2020 წელს დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი