ბიტკოინის ფასი 60.000 დოლარის დონეს უახლოვდება

0
1019

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კვირის ბოლოს ციფრული ვალუტის კურსი 60.000 დოლარის დონეს მიუახლოვდა.

ბოლო ერთი კვირაა ბიტკოინის ფასი 53.688-დან და 58.470 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 60.000 დოლარის ზემოთ აღმოჩნდეს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 57.372 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 58.478 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 56.957 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 57.321 დოლარზე დაიხურა.

15 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 59.587 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა 3.89%-ით მოიმატა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მატები კი 9.44%-ის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 122 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი