სლოვენიის ფინანსურმა ხელისუფლებამ კრიპტოვალუტაზე 10%-იანი გადასახადის დაწესების შესახებ განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში სლოვენიის რესპუბლიკის ფინანსური ადმინისტრაცია განიხილავს ციფრული ვალუტების 10%–იანი დასაბეგრი შემოსავლის დაწესებას.
არსებული საკანონმდებლო მეთოდის მიხედვით, ორგანო აანალიზებს ინდივიდის ციფრული ვალუტების აქტივობას ცალკეულ შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი ყიდვა-გაყიდვის გარიგების ოპერაციის დროს.
ამ პროგრესული ინიციატივის დანერგვა მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე, ან კრიპტოვალუტების ტრადიციულ ვალუტაში გადაყვანაზე.
ამ პარამეტრების ფარგლებში ფიზიკური პირები შემოსავლის 10%–ით დაიბეგრებიან.
”ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ იბეგრება არა მოგება, არამედ ის თანხა, რომელსაც იღებს სლოვენიის საგადასახადო რეზიდენტი საბანკო ანგარიშზე ციფრული ვალუტის ნაღდ ფულად კონვერტირების დროს”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.