22 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2338

ორშაბათს, 22 ოქტომბერს ციფრული ვალუტების ბაზრები ოდნავ შემცირებას განიცდიდა.

ბიტკოინის კურსი 6.372-სა და 6.730 დოლარს შორის მერყეობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 0.45% დაკარგა და ფასმა 6.483 დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი კვირის განმავლობაში 0.43%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ალტკოინის ფასის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. კლების მაჩვენებელმა 6% შეადგინა. საბოლოოდ, ეთერიუმის კურსი 201 დოლარზე ჩამოვიდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 202 დოლარამდე იყო დაცემული. ფასმა მხოლოდ 16 ოქტომბერს მოიმატა და 212 დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ, კი მცირე რყევები შეინიშნებოდა.

ეთერიუმის ფასი ბოლო 7 დღის განმავლობაში 1.5%-ით შემცირდა. თვის განმავლობაში კი ალტკოინის ფასის კლების მაჩვენებელი 16%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 209 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი