ფინეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის კომპანიების რეგისტრაციას მოითხოვს

0
953

კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდის ფონზე, ფინეთის მარეგულირებელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

კერძოდ ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ განაცხადა:

„მხოლოდ რეგისტრირებულ ციფრულ ვალუტის პროვაიდერებს შეუძლიათ ფინეთში კრიპტოვალუტებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების რეალიზება. ციფრული ვალუტების მარკეტინგი ფინეთში დაშვებულია მხოლოდ ლოკალურად რეგისტრირებული სუბიექტებისათვის”.

ფინეთი ეკონომიკურად უაღრესად თავისუფალი ქვეყანაა. ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მე-17 ადგილზეა. როგორც LocalBitcoins-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სებასტიან სონტაგმა 2019 წელს მედიას განუცხადა, საფინანსო სექტორში კონტროლი განსაკუთრებით მაღალი ხარისხის იყო და კლიენტების პოზიცია კარგად იყო დაცული.

ეს განცხადება სებასტიან სონტაგმა ლიცენზიის მიღების შემდეგ გააკეთა.

ამჟამად კი, FSA-ს პრესრელიზი პირდაპირი პასუხია ქვეყანაში ციფრული ვალუტებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მარკეტინგის ზრდაზე.

ასევე ფინური მედია დიდ ყურადღებას უთმობს ციფრული ვალუტის შესახებ გავრცელებულ ახალ ამბებს. Helsinki Times-ის ბოლო სარედაქციო გამოცემაში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა მოდურია ფინეთში და ის პოპულარობას მომდევნო წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი