მარტის თვეში ევროკომისიამ საფრანგეთის მთავრობასთან ციფრული ვალუტის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია დაასრულა. საფრანგეთის მარეგულირებელი ცვლილებებს არ გეგმავს.
საფრანგეთის საფონდო ბირჟის მარეგულირებელმა ევროკავშირთან კონსულტაციის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში კრიპტო სექტორთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საფრანგეთის საერთო მიდგომაზე არის საუბარი.
Financial Magnates-ის ცნობის თანახმად, მარეგულირებლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიპტო აქტივების ზუსტი კლასიფიკაციის დადგენა ჯერ კიდევ ნაადრევია.
მარეგულირებლის თანახმად, ნებისმიერი კრიპტო აქტივი განსაზღვრულია როგორც: ციფრული აქტივი, რომელიც შესაძლოა, დამოკიდებული იყოს კრიპტოგრაფიაზე.
საფრანგეთის მარეგულირებელის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარის დროს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კრიპტო აქტივების მკაცრი კლასიფიკაციის დრო არ არის.
2019 წლის ზაფხულში საფრანგეთის ფინანსურმა მარეგულირებლებმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით საჩივრების რაოდენობის ზრდა შეიმჩნეოდა.
მარეგულირებელმა გამოაქვეყნა “რისკის რუკა”. “რისკის რუკის” დანიშნულება იყო, რომ ძირითადი ფაქტორები გაეანალიზებინა, რომლებიც გავლენას ახდენდა ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე.