დიდ ბრიტანეთში “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენება კანონმდებლობას ექვემდებარება

0
997

გაერთიანებული სამეფოს სამართლის კომისია ადასტურებს, რომ “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენება კანონმდებლობას ექვემდებარება.

გაერთიანებული სამეფოს სამართლის კომისიამ, რომელსაც დაევალა გაერთიანებული სამეფოს კანონების მონიტორინგი და რეფორმების რეკომენდაცია, განაცხადა, რომ ინგლისსა და უელსს არ სჭირდება კანონის რეფორმა “ჭკვიანი კონტრაქტებისთვის”.

კომისიამ განაცხადა, რომ ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტები, რომლებიც Blockchain ტექნოლოგიას იყენებს, ინგლისისა და უელსის ამჟამინდელი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში დასაშვებია.

თუმცა კომისიამ “ჭკვიან კონტრაქტებში” მონაწილე ნებისმიერ მხარეს მოუწოდა, რომ კლიენტებისთვის აუცილებელი პირობები აეხსნათ.

კომისიამ განაცხადა, რომ ეფუძნებიან იმ დასკვნებს, რომლებიც მიღწეულ იქნა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელმაც 2019 წელს “ჭკვიანი კონტრაქტები” აღიარა, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით აღსასრულებელი შეთანხმება.

თუმცა, ჯგუფმა დაამატა, რომ ის მიზნად ისახავს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან ერთად პროექტზე იმუშაოს, რომელიც 2022 წელს კანონების პოტენციურ კონფლიქტებს განვითარებად ტექნოლოგიებთან დაკავშირებით შეისწავლის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი