Chainalysis-ი: რუსული სტაბილკოინის გამოყენება გაზრდილია

0
728

რუსული სტაბილკოინის გამოყენება უკრაინაში შემოჭრის შემდეგ გაიზარდა.

Blockchain-ის ანალიტიკური კომპანიის Chainalysis-ის ახალმა მოხსენებამ აჩვენა რუსეთში სტაბილქოინების მოხმარების ზრდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაც სავარაუდოდ რუსეთის მეირ მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მიერ სანქციების დაწესებამ გამოიწვია.

ამ ფაქტმა უდიდეს ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყანაზე.

მოხსენების თანახმად, სტაბილკოინის ტრანზაქციის მოცულობის წილი რუსულ სერვისებზე 42%-დან 67%-მდე გაიზარდა.

რეგიონული ფულის გათეთრების ანონიმური ექსპერტი Chainalysis-თან საუბრისას ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ SWIFT-ის ტრანსსასაზღვრო სისტემიდან მოხსნის გამო სტაბილკოინის გამოყენება უფრო პრიორიტეტული გახდა.

ანგარიშში ასევე ნავარაუდებია, რომ სტაბილკოინის მოხმარების ზოგიერთი ზრდა სავარაუდოდ გამოწვეულია რუსეთის რიგითი მოქალაქეებით, რომლებიც მათ ხელთ არსებული რუბლით სტაბილკოინებს ყიდულობენ.

ეს არის ის მინიმუმი, რაც რუსეთის მოქალაქეებს თავიანთი აქტივების დასაცავად შეუძლიათ გააკეთონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი