საკვების ონლაინ შეკვეთის პლატფორმამ კრიპტოვალუტის გადახდის ფორმა დაამატა

0
1416

ბრიტანეთის საკვების ონლაინ შეკვეთის და მიწოდების პლატფორმამ, Just Eat-მა, რომელიც 13 ქვეყანაში მუშაობს, ფრანგული შვილობილი კომპანიისთვის კრიპტოვალუტის გადახდის ფორმა დაამატა.

კომპანია თანამშრომლობს კრიპტოვალუტის გადახდის მომწოდებელ Bitpay–სთან, რათა მომხმარებლებს ბიტკოინით გადახდის საშუალება მისცეს. Just Eat-ის მომხმარებლებს შეეძლებათ საფრანგეთის 15,000 რესტორნიდან საკვების შეკვეთა.

აღსანიშნავია რომ, კრიპტო გადასახადების დამატება ხდება Takeaway.com- ის მიერ Just Eat France-ს შეძენის შემდეგ. პლატფორმა 2017 წლიდან ბიტკოინით გადახდას ახორციელებს.

Just Eat France-ის ვებსაიტზე დეტალურადაა აღწერილი გადახდის პროცესი, სადაც ნათქვამია, რომ მომხმარებლებმა ციფრული საფულე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ან აპლიკაციის გადმოწერით უნდა შექმნან.

მას შემდეგ, რაც მომხმარებლები საფულეს Just Eat-ის აპლიკაციასთან დააკავშირებენ, გადახდის ფორმად ბიტკოინის არჩევა შეეძლებათ. ამის შემდეგ კი მომხმარებელი Bitpay გადახდის პორტალზე გადამისამართდება.

შეგახსენებთ რომ, საფრანგეთის მარეგულირებელის წარმომადგენელის განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე ქვეყანაში კრიპტო აქტივების მკაცრი კლასიფიკაცია არ მიმდინარეობს.

კრიპტო აქტივი განსაზღვრულია როგორც: ციფრული აქტივი, რომელიც შესაძლოა, დამოკიდებული იყოს კრიპტოგრაფიაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი