სამხრეთ კორეის ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკა Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
2155

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი კლინიკა ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორი გახდა. პარტნიორობის მიზანია შეიქმნას სამედიცინო მომსახურების პლატფორმა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

ამის შესახებ კლინიკის პრეს-რელიზშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კორეის ქალაქ გოიანგში მდებარე Myongji-ს კლინიკამ ხელი მოაწერა ურთიერშეთანხმების მემორანდუმს IT კომპანია BICube-სთან.

ორივე მხარე გეგმავს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შესაქმნელად. პრეს-რელიზის თანახმად, პროექტის მიზანია ისეთი სამედიცინო პლატფორმის აშენება, რომელიც ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საჯარო პირებისთვის ასევე კერძო ორგანიზაციებისთვისაც.

სამედიცინო პლატფორმა პაციენტებს საშუალებას მისცემს მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურად იყოს შენახული.

პრეს-რელიზის მიხედვით, პლატფორმა ფუნქციონირებას 2019 წლისთვის დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყეს. პროექტის მიზანს სამედიცინო ჩანაწერების დაცვის მოთხოვნა განაპირობებდა.

Blockchain ტექნოლოგიას სამედიცინო სფეროში დანერგვა დიდმა ბრიტანეთმაც დაიწყო. Medicalchain-ი არის პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია პაციენტთა სამედიცინო ჩანაწერებისთვის. პროექტის თავდაპირველი მიზანი საპილოტე პროგრამის შექმნა იყო, რომელიც პაციენტებს კრიპტოვალუტით სამედიცინო მომსახურეობის გადახდის საშუალებას აძლევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი