ამ ეტაპზე კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურია

0
1300

ხუთშაბათს, 15 აგვისტოს ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა. დღის განმავლობაში ფასების მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინმა ინვესტორთა ნდობა დაიბრუნა. კრიპტოვალუტა კვლავ 10.000 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას. თუმცა დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 2.12%-ით მოიმატა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, კი ბიტკოინის კურსი მკვეთრად უნდა ასცდეს 10.000 დოლარის ნიშნულს.

ამ ეტაპზე ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი დაახლოებით 186 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: 14 აგვისტოს ალტკოინის კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად მოექცა 200 დოლარის ნიშნულს ქვემოთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასი 0.34%-ით არის შემცირებული.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელი 188 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 270 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი