სამხრეთ კორეა 2023 წლისთვის კრიპტო კანონმდებლობას შექმნის

0
952

სამხრეთ კორეის ახლადარჩეული პრეზიდენტის, იუნ სუკ-იოლის, ადმინისტრაცია დროს არ კარგავს, რათა ქვეყნის, როგორც ინოვაციების ცენტრის სტატუსი შეინარჩუნოს.

სავარაუდოდ, სამხრეთ კორეა 2023 წელს კრიპტო კანონმდებლობას შეიმუშავებს და სექტორის ინსტიტუციონალიზაციას 2024 წლისთვის მოახდენს.

სამხრეთ კორეული მედია იტყობინება, რომ ადმინისტრაცია მომავალ წელს ციფრული ვალუტების ძირითადი აქტის (DABA) შემოღებას აპირებს.

ეს არის ახალი პოლიტიკური კურსი, რომლის შესახებ დაპირებაც საარჩევნო პერიოდში გასცა ახალმა პრეზიდენტმა. საქმე ეხება 110 პოლიტიკურ მიზანს, რომლის განხორციელებასაც ის თავისი პრეზიდენტობის ვადაში აპირებს და მათ შორის კრიპტო კანონმდებლობა უთუოდ მოიაზრება.

კანონპროექტი შემუშავებული იქნება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად და დაეყრდნობა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების გამოცდილებას, რადგან ადგილობრივი ფინანსური სტაბილურობის საბჭო (FSB) აპირებს ბაზელში დაფუძნებულ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან (BIS), აშშ-სა და ევროპასთან თანამშრომლობას.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე ჯერ კიდევ არაა ცნობილი ბევრი დეტალი, კრიპტო ინდუსტრიისათვის ეს მაინც საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი