ენტონი პომპილიანო: არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა ბიტკოინის მაინინგისთვის გახარჯული ენერგიის გამო

0
718

ბიტკოინზე პოდკასტის ცნობილმა წამყვანმა ენტონი პომპლიანომ განაცხადა, რომ არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა ბიტკოინის მაინინგისთვის ენერგიის გამოყენების გამო.

მან ეს კომენტარი გააკეთა CNBC-ის დილის საინფორმაციო პროგრამა, Squawk Box-ში. ინტერვიუს დროს პომპილიანომ აღნიშნა, რომ, როდესაც საქმე მაინინგსა და ეკოლოგიას ეხება არგუმენტები არცთუ მყარია.

„არსებობს წრფივი კავშირი ენერგიის მოხმარებასა და დოლარის სისტემას შორის, მეტი მომხმარებლისა და ტრანზაქციის მხარდასაჭერად, ჩვენ გვჭირდება მეტი ენერგიის მოხმარება, მეტი მონაცემთა ცენტრი, მეტი ბანკის ფილიალი, მეტი ბანკომატი და ა.შ.”,- განაცხადა ენტონი პომპილიანომ.

აღსანიშნავია, რომ კემბრიჯის ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსის მიხედვით, ბიტკოინის ეკოსისტემა ყოველწლიურად მოიხმარს 125,04 ტერავატს საათში. დაახლოებით ამავე რაოდენობას მოიხმარს ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიცაა ჩილე ან ფილიპინები.

შეგახსენებთ, რომ ისლანდიის ეროვნულმა ელექტროკომპანიამ, Landsvirkjun-მა ელექტროენერგიის რაოდენობა შეამცირა.

კუნძულის ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა შეემცირებინა ენერგიის გამოყოფა სამხრეთ-დასავლეთ ბიტკოინის მაინერებისთვის. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის ელექტროსადგურის პრობლემა, ჰიდრორეზერვუარის დაბალი დონე და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი