სამხრეთ აფრიკამ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვისკენ კიდევ ერთი ნაბიჟით წაიწია წინ.
სამხრეთ აფრიკის სარეზერვო ბანკმა (SARB) პროექტის ტექნიკური განხილვა დაასრულა.
პროექტი სახელწოდებით Project Khokha 2 (PK2) არის SARB-ის პროექტის Khokha (PK1) მეორე ფაზა, რომელიც 2018 წელს დაიწყო.
პროექტის მეორე ფაზა საერთაშორისო ბანკთაშორის გადარიცხვებს ითვალისწინებდა, რაც წარმატებით განხორციელდა.
პროექტში მონაწილეობდნენ Absa, FirstRand-ი, JSE Limited-ი, Nedbank-ი და Standard Bank-ი.
შემუშავდა ორი DLT პლატფორმა. პირველი დეცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმისთვის შეიქმნა, ხოლო – მეორე CBDC-ს მართავდა.
პროექტის შედეგებმა იმ მარეგულირებელ, ბიზნეს და ოპერაციულ გავლენას გაუსვა ხაზი, რომელსაც DLT ტექნოლოგია ქმნის.
SARB-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგია ცალკეული ინფრასტრუქტურის მიერ განხორციელებულ ფუნქციებს ერთ პლატფორმაზე თავს მოუყრის. ეს კი ცალსახად გამარტივებულ პროცედურებს ნიშნავს. გამარტივებული პროცედურები კი ავტომატუად ხარჯებს შეამცირებენ.