აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი “ჭკვიანი კონტრაქტების” სისტემაზე მუშაობს

0
1438

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, დეპარტამენტი Simba Chain-ის “ჭკვიანი კონტრაქტების” სისტემაზე მუშაობს.

Simba Chain-ი არის თავდაცვისა და მეცნიერების განვითარების მოწინავე პროექტებისთვის შექმნილი პლატფორმა.

მხარეებს შორის გაფორმდა 200.000 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რათა შემუშავდეს Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემის დასაბუთებული კონცეფცია, ავტორიტეტული კვლევისა და განვითარების დოკუმენტაციის უსაფრთხო მართვისთვის.

ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე მუშაობას იწყებდა.

მაშინ მედია იმასაც წერდა, რომ Blockchain ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სადაზვერვო სამსახურსა და პენტაგონშიც კი.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ასევე ექსპერიმენტულ სამუშაობს ატარებდა Blockchain-ზე, რათა მონაცემთა ბაზების დაცვისთვის კოდი შეექმნა.

უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავდა ძველი აპარატურის კრიპტოგრაფიული სისტემებით შეცვლას.

თავდაცვის დეპარტამენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ Blockchain ტექნოლოგია არის საიმედო, სანდო, გამჭვირვალე და ამასთანავე, უსაფრთხო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი