AfriCrypt-ის წარმომადგენლები მილიარდი დოლარის მოპარვას უარყოფენ

0
992

სამხრეთ აფრიკის AfriCrypt-ის დამფუძნებელი მილიარდი დოლარის მოპარვის შესახებ ბრალდებას უარყოფს.

სამხრეთ აფრიკის კრიპტოსაინვესტიციო პლატფორმის AfriCrypt-ის თანადამფუძნებელმა, რეიეს კაჯიმ უარყო პრეტენზიები იმის შესახებ, რომ მან და მისმა ძმამ მილიარდობით ინვესტორული სახსრები მოიპარეს და მიმალვაში იყვნენ. მისი განცხადებით, ძმების საკუთრებაში არსებულმა პლატფორმამ ჰაკერული თავდასხმისას 5 მილიონი დოლარი დაკარგა.

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ AfriCrypt-ის აქტივების მენეჯერი, თავის მომხმარებელბს დღიურ 10%-ან მოგებას სთავაზობდა, თუმცა ახლახანს ასევე საჯარო გახდა ბრალდებები, რომლებიც აღნიშნულ პლატფორმას 2019 წლიდან მოყოლებული აქვს. მათ ბრალად 69,000 ბიტკოინის მოპარვა ედებათ.

კომპანიამ მომხმარებლები 13 აპრილს სავარაუდო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. გაფრთხილებიდან ცოტა ხნის შემდეგ პლატფორმის დამფუძნებელი და მისი ძმა გაუჩინარდნენ.

რეიეს კაჯიმ The Wall Street Journal-ს გუშინ ინტერვიუ მისცა, სადაც შეეცადა წამოყენებული ბრალდებები გაექარწყლებინა. რეიეს კაჯიმ განაცხადა, რომ პლატფორმაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა და მათ მკვლელობით ემუქრებოდნენ. ამიტომ რეის კაჯისა და მის ძმას დროებით გაუჩინარება მოუწიათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი