როგორც ცნობილი გახდა, სამსუნგმა უცნობი ჩინური კომპანიის პარტნიორობით ბიტკოინის მაინინგის ჩიპების მასობრივი წარმოება დაიწყო.
ინფორმაცია, გუშინ, სამხრეთ კორეულ მედიაში გავრცელდა.
ხმები სამსუნგის “სარისკო” საწარმოსთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ, ოქტომბერში დაირხა, როდესაც კომპანიამ აშშ-ის დეველოპერების კონფერენციაზე ბიტკოინის მაინინგის აღჭურვილობა წარადგინა, რომელიც შედგებოდა ძველი ანდროიდ სმარტფონებისგან.
ფინანსურ სამყაროში გავრცელებული ხმები გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. უცნობი ჩინური კომპანიის გვერდით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამსუნგი რუსული ბიტკონის მაინინგ კომპანია “ბაიკალთან” თანამშრომლობს.
თუკი, სამსუნგის საწარმოები მაინინგის ჩიპების დამზადებას დაიწყებს, მაშინ კომპანიას 2017 წლის შემოსავლების 60 პროცენტზე მეტი კაპიტალი დაუგროვდება.
იმ შემთხვევაში თუ, გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა სამსუნგი გახდება ჩინური Bitmain კომპანიის სერიოზული კონკურენტი.
შეგახსენებთ, რომ Bitmain-ი მაინინგ ინდუსტრიის ლიდერია, რომელსაც მთლიანი ბაზრის 70% უჭირავს.