საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი კრიპტოვალუტის დარეგულირების მომხრეა

0
1050

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარმა ეკონომისტმა, გიტა გოპინათმა გლობალური პოლიტიკის შემუშავება მოითხოვა, რომელიც კრიპტოვალუტას აკრძალვის ნაცვლად დაარეგულირებს.

გლობალური პოლიტიკის მომხრე გიტა გოპინათი, რომელიც მალე დაიკავებს სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ამტკიცებს, რომ თუ ქვეყნები ციფრულ ვალუტებს აკრძალავენ, მაშინ მათ არ ექნებათ კონტროლი ოფშორულ ბირჟებზე. ეს ბირჟები კი სახელმწიფოს რეგულაციებს არ ექვემდებარება.

„არსებობს გამოწვევები იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის აკრძალვა, რადგან ბევრი ბირჟა არის ოფშორული და ისინი არ ექვემდებარება კონკრეტული ქვეყნის რეგულაციებს“, – აღნიშნა გიტა გოპინათმა ეკონომიკური კვლევის ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

მან ეს კომენტარი გააკეთა მას მერე, რაც სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა რეგულაციის საკითხი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო ბანკმა ოფიციალურად გამოაქვეყნა წესები, რომელიც ჩინეთში კრიპტოვალუტების მიღებას კრძალავს.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფონდებს ბიტკოინში ინვესტიცია ოფიციალურად აუკრძალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი