სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანს თავისი კრიპტოვალუტა ექნება

0
1645

სამხრეთ კორეაში სეულის შემდეგ ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი პუსანია. სამხრეთ კორეაული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქის ადმინისტრაცია ადგილობრივი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს.

განცხადების მიხედვით, პუსანის ხელისუფლება Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ციფრულ სავალუტო პროექტის დაწყებას აპირებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი BNK Busan Bank-თან თანამშრომლობით შედგება.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ პუსანის კრიპტოვალუტა ადგილობრივ ვალუტასთან თანაფარდობით, 1:1-ის პრინციპით იქნება.

ეს ამბავი დაიმთხვა ფაქტს, როდესაც პუსანი Blockchain-ის თავისუფალ ზონად გამოცხადდა. ამ პროექტის მიზანია კი Blockchain ტექნოლოგიის სხვადასხვა ინდუსტრიაში განვითარება.

შეგახსენებთ, რომ მაისში გავრცელდა ინფრომაცია, რომ სამხრეთ კორეის მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ მარეგულირებელი წესების შემუშავებას დაიწყებდა.

თუმცა მანამდე ჩატარდება კვლევა, რომელსაც ასე ერქმევა: “Blockchain-ის რეგულირების გაუმჯობესების კვლევა”. კვლევა ტარდება მთავრობის წარმომადგენლების ინიციატივის თანახმად. კვლევის მიზანს კი წარმოადგენს მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი