რუსეთში მაინინგის არასანქცირებული ოპერაციის გამო ერთი პირი დააკავეს

0
1205

რუსეთის ფოსტის ადგილობრივი ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია მაინინგის არასანქცირებული გამომუშავებაში.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, დაკავებული ექვსი თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის მაინინგს სამსახურის კომპიუტერით ახორციელებდა.

რუსეთის პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო რუსეთის ყოფილი რეგიონალური ფოსტის უფროსის წინააღმდეგ, რომელმაც მოახერხა კრიპტოვალუტების მოპოვება ოფისის ქსელის საშუალებით.

ადგილობრივი გაზეთ RNS–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტავროპოლის ტერიტორიის ფედერალურ საფოსტო სამსახურს 30 000 რუსულ რუბლზე მეტი ზიანი მიადგა.

დაკავებულის მიმართ წაყენებული ბრალდება ასეთია: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია საგამოძიებო ჯგუფი ჯერ კიდევ მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზეა.

გარდა ამისა, პოლიციის მიერ დაკავებული პირის ვინაობა მედიისთვის ცნობილი არ არის, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხოლო პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ჯერ არ მომხდარა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი