რუსი პროდუსერი საზოგადოებას უკრაინის მხარდასაჭერად კრიპტოვალუტის გამოყენებას სთავაზობს

0
1077

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების საწინააღმდეგოდ პაველ მუნტიანი საზოგადოებას უკრაინის მხარდასაჭერად კრიპტოვალუტის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი საკმაოდ შეშფოთებულია რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების მიზნით კრიპტოვალუტების პოტენციური გამოყენების გამო, ზოგიერთი რუსი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ციფრული ვალუტის გამოყენებას იწყებს.

პაველ მუნტიანი, ცნობილი რუსი პროდიუსერი და ანიმაციური ვებ სერიების „ბატონი ფრიმანის“ შემქმნელი, თანამოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ცოტა ხნის წინ მან სოციალურ მედიაში დაპოსტა სპეციალური კრიპტო ანგარიში, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩარიცხონ მათთვის სასურველი თანხის მოცულობა. შემდეგ კი შეგროვებული თანხა უკრაინის მხარდაჭერისათვის გადაირიცხება.

კვირას რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ნებისმიერი დახმარება რომელსაც ისინი უკრაინელებს გაუწევენ ჩაითვლება სამშობლოს ღალატად და დაისჯება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველასთვის ცნობილია, რომ კრიპტო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა ვინაობის გამჟღავნების გარეშეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ანგარიშზე უკვე 1500 ეთერიუმია ჩარიცხული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი