პოლ სტივსი: Tesla-ს შემდეგ Apple-ი შესაძლოა, კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში შევიდეს

0
1376

გუშინ, Tesla Motors–მა განაცხადა, რომ მან ბიტკოინის მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა და მომავალში აპირებს კრიპტოვალუტით გადახდების შემოღებას. ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ Apple-ი იქნება შემდეგი ინსტიტუციური მოთამაშე, რომელიც ციფრული ვალუტით გადახდას დაუშვებს.

კანადის სამეფო ბანკის, Dominion Securities-ის ანალიტიკოსის, პოლ სტივსის ბაზრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის მხირდან კრიპტოვალუტის მიღებამ შესაძლოა, 40 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდოს შემოსავალი.

მან ეს პროგნოზი დააფუძნა საგადახდო კომპანია Square-ის მაგალითზე, რომელმაც ბიტკოინის ადაპტაცია მოახდინა. 2020 წლის III კვარტალში კომპანიას ბიტკოინიდან 1.6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა.

Square-ს კი ყოველთვიურად დაახლოებით 30 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

”თუ Apple-ი გადაწყვეტს კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში შესვლას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიას შეეძლება ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მოპოვება. კომპანიას შეუძლია გახსნას მრავალმილიარდიანი დოლარის შესაძლებლობა რამდენიმე დაწკაპუნებით”, – განაცხადა ანალიტიკოსმა, პოლ სტივსმა.

შეგახსენებთ რომ, სტივ ვოზნიაკის ერთ-ერთი ბოლო განცხადების თანახმად, ის ბიტკოინს საყოველთაო ეკონომიკურ ღირებულებად აღიარებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი